სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის „საზოგადოებრივი გეოგრაფიის“ დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამის დოქტორანტ გვანცა სალუქვაძის მესამე სამეცნიერო კვლევითი პროექტის შემფასებელი კომისიისა და დაცვის თარიღის შესახებ ვბრძანებ:
1. „საზოგადოებრივი გეოგრაფიის“ დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამის მე-9 სემესტრის დოქტორანტ გვანცა სალუქვაძის მესამე სამეცნიერო-კვლევითი პროექტის დაცვა დაინიშნოს 2022 წლის 3 თებერვლის 14:00 საათზე;
2. დამტკიცდეს სამეცნიერო-კვლევითი პროექტის შემფასებელი კომისია შემდეგი შემადგენლობით:
1) გიორგი გოგსაძე - ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის, სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის საზოგადოებრივი გეოგრაფიის მიმართულების პროფესორი;
2) თამარ დოლბაია - ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის, სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის საზოგადოებრივი გეოგრაფიის მიმართულების ასოცირებული პროფესორი;
3) გიორგი კვინიკაძე - ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის, სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის საზოგადოებრივი გეოგრაფიის მიმართულების ასოცირებული პროფესორი;
4) იოსებ ხელაშვილი - პროფესორი, ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ტურიზმისა და მასპინძლობის მენეჯმენტის კათედრის ხელმძღვანელი;
5) ნიკო კვარაცხელია - საქართველოს საპატრიარქოს წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტის ბიზნესის, კომპიუტინგისა და სოციალურ მეცნიერებათა სკოლის პროფესორი. ისტორიის დოქტორი, ტურიზმის მიმართულების ხელმძღვანელი.
2. სამეცნიერო-კვლევითი პროექტის დაცვის პროცედურა განხორციელდეს ონლაინ პლატფორმა “ZOOM”-ის გამოყენებით;
3. ფაკულტეტის სამეცნიერო კვლევებისა და განვითარების სამსახურმა უზრუნველყოს დაინტერესებულ პირთათვის ბრძანების გაცნობა;
4. ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.